03 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
რამდენად უსაფრთხოა მგზავრობა საქართველოში?

"საქართველოში როგორც ჩანს გადაადგილება უსაფრთხო არ არის,"- განცხადება ამის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

ისინი განმარტავენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავად მიკროავტობუსების ვარგისიანობა არ მოწმდება. 

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლითაც ქვეყანაში დღეში ათასობით ადამიანი გადაადგილდება, ძირითადად კუსტარულად არის დამზადებული და მათი დიდი ნაწილი სატვირთოს ფუნქციას ასრულებდა. 

"სადგურიდან გასვლა ხდება უსაფრთხოების წესების სრულის დარღვევით. არ მოწმდება მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება გასვლამდე. ასევე პრობლემაა ის, რომ სატრანსპორტო საშუალებები არ არის გამართული,"- აცხადებს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი. 

დღის ამბები