03 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
მოქალაქეები საპარლამენტო უმრავლესობისგან საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ

საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მიმინარე ოქროს მომპოვებელი სამუშაოები დღეს თბილისში გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს მიმართეს და საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს მოუწოდებენ გაიზიარონ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიმართეს და მოუწოდეს, რომ უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ კულტურულ ძეგლებს. 

 

დღის ამბები