03 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
ღირსების მარში ხარკოვში აფეთქებით დასრულდა

ღირსების მარში ხარკოვში ტრაგედიით დასრულდა. ჟუკოვის ქუჩაზე მსვლელობის დროს ძლიერი აფეთქება მოხდა. არის მსხვერპლი. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია მარშის სამი მონაწილე. დაშავდა ათობით ადამიანი.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და საგამოძიებო ჯგუფებია მობილიზებული. პროკურატურამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

წინასწარი ვერსიით სპორტის სასახლესთან ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა. თვითმხილველების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მარშის მონაწილეებს მოძრავი მანქანიდან ესროლეს. გამოძიების ცნობით კი ბომბი ქუჩაზე თოვლში იყო ჩამარხული.

სამართალდამცველებმა ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანი დააკავა.

დღის ამბები