30 აპრილი 2024,   18:43
ვრცლად
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს.

საუბარია იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ოპერაციის შედეგად დაშვებულ სავარაუდო სამედიცინო შეცდომასა  და ქუთაისის N3 სამშობიარო სახლის ექიმისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებაში აღნიშნავს, რომ თუ ოპერაციის მსვლელობისას დაშვებული იქნა გარკვეული შეცდომა, უნდა მოხდეს მისი შესწავლა და შემუშავდეს მექანიზმები, რომელიც ამგვარი შემთხვევების შანსს მინიმუმამდე დაიყვანს.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მიმართავს საზოგადოებას, რომ მსგავსი შემთხვევების შეფასებისას გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ექიმებმა საზოგადოებრივი გაკიცხვის ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშის გამო, მძიმე საპროგნოზო შემთხვევებში, თავი არ აარიდონ სამედიცინო ჩარევას, რაც გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

დღის ამბები