03 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
კიევში ღირსების მარში დასრულდა

კიევში ღირსების მარში დასრულდა. მარში,რომელშიც ევროპის 10 ქვეყნის ლიდერი ღებულობდა მონაწილეობას 15:30-ზე, ინსტიტუტის ქუჩიდან დაიწყო და თავისუფლების, იგივე ევროპის მოედანზე დასრულდა. 

ინსტიტუტის ქუჩაზე მარშის დაწყება სიმბოლუხი ხასიათის იყო, სწორედ ამ ქუჩაზე მოჰყვა ღირსების რევოლუციას პირველი მსხვერპლი. ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად რევოლუციის ყველა მნიშვნელოვანი ქუჩა და ადგილი გაიარეს და რამდენჯერმე მოქალაქეებთან შეჩერდნენ. სიმბოლურ გზას ევროპელი ლიდერები რამდენიმე საათის განმავლობაში გადიოდნენ, ბოლოს კი დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ. 

პანაშვიდი თავისუფლების მოედანზე უკრაინის პატრიარქმა აღავლინა. ევროპელ ლიდერებთან ერთად ღირსების მარშში ათასობით ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები