03 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
ანტისანიტარია, მღრღნელები და გაუსაძლისი პირობები - როგორ ცხოვრობენ დევნილები ზუგდიდში

"პოსკრიპტუმის" გადამღები ჯგუფი ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაში დასახლებული დევნილების პრობლემებს გაეცნო. შენობა, სადაც აფხაზეთიდან დევნილები 1993 წლიდან ცხოვრობენ. საავადმყოფოს შენობა კი წლებთან ერთად ნადგურდება. 

ფართობი, სადაც დევნილები დღეს ცხოვრობენ, საცხოვრებლად უარგისია. ოთახებში მღრნელები, ტარაკნები და ქვეწარმავლები კოღოებთან ერთად მრავლად შეგხვდებათ. მოშლილია შიდა კომუნიკაციის საშუალებები, წყალგაყვანილობა და ელექტროენერგიის ხაზები. შენობაში რამდენიმე ოჯახს ერთი საპირფარეშოთი სარგებლობა უწევთ. 

ამ პრობლემებთან ერთად დევნილებს შეშის მარაგიც ამოეწურათ. შენობაში სახურავის პრობლემაც აქვთ, წვიმის დროს შენობაში ისევე, როგორც გარეთ, ყველაფერი სველდება. 

დევნილები ამბობენ, რომ ისინი პოლიტიკოსებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ. 

სწორედ მაშინ, როცა ”პოსტკრიპტუმის” გადამღები ჯგუფი დევნილთა საცხოვრებელს იღებდა, ადგილზე მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ და დევნილების პრობლემით დაინტერესდნენ. მათ, სხვა მრავალი შემთხვევის მსგავსად, აფხაზეთიდან დევნილებს პრობლემების მოგვარების პირობა მისცეს. 

დღის ამბები