03 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
”მანდარინები” ოსკარზე - საუკეთესოს დასახელებამდე რამდენიმე საათი რჩება

ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალამდე რამდენიმე საათი რჩება. „მანდარინების” შემოქმედებითი ჯგუფი დილიდან სხვადასხვა შეხვედრას მართავს და მიღებებს ესწრება.

ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძე აცხადებს, რომ მისთვის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე მოხვედრა და საუკეთესო ხუთეულში ყოფნა უკვე გამარჯვებაა.

შემოქმედებითი ჯგუფის ესტონელი და ქართველი წევრები თანხმდებიან, რომ საკმაოდ ღირსეული და ძლიერი კონკურენტები ჰყავთ.

გახდება თუ არა ქართულ-ესტონური ნამუშევარი ოსკარის მფლობელი, ეს რამდენიმე საათში გაირკვევა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები