21 დეკემბერი 2024,   20:01
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე "ნაციონალურ მოძრაობის" წევრებს ხვდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ხვდებიან.

შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იმართება. აუდიენციას სალომე სამადაშვილი, გიორგი ბარამიძე და ზაზა ბიბილაშვილი ესწრებიან.

მანამდე უეს მიტჩელს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის "ევროპული საქართველოს" ლიდერები შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს. მათი თქმით, ამერიკელს სტუმარს მათ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, ასევე მედია გარემო იყო გააცნეს.

„ვისაუბრეთ ორ ძირითად მიმართულებაზე - პირველი ეს უკავშირდება უსაფრთხოებას, ეს არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, ხოლო მეორე ბლოკი ეხება საქართველოს შიდა პოლიტიკას, დემოკრატიას, ოპოზიციის როლის გაძლიერებას ქვეყანაში, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას, მედიაპლურალიზმს, იმ თემებს რომელიც მნიშვნელოვანია“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები