20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
ივანიშვილს უნდა მოვუსმინოთ როგორი პოლიტსაბჭო სჭირდება და რატომ - მმართველი გუნდი დაგეგმილ რეორგანიზაციაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პოლიტსაბჭოში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტსაბჭოს გადახალისებამ მას ფუნქცია შესძინოს. ქანთარიას თქმით, აუცილებელია დაცული იყოს ბალანსი და წარმოდგენილი იყვნენ ის პოლიტიკოსებიც, რომლებსაც უმრავლესობისგან განსხვავებული აზრი აქვთ.

„პოლიტსაბჭო საჭიროებს თვისობრივად განახლებას, გადახალისებასაც, ფუნქციის შეძენასაც. მაგრამ როგორ კონფიგურაციას მიიღებს, როგორ სახეს მიიღებს ეს ჯერ არ ვიცით და დღეს ალბათ კიდევ ვიმსჯელებთ ამაზე. ბუნებრივია, რადგან ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა უკვე თავმჯდომარის როლში მას რასაკვირველია ჩვენ უნდა მოვუსმინოთ, როგორი კონფიგურაციის პოლიტსაბჭო სჭირდება და რატომ სჭირდება“-აცხადებს ქანთარია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო კილაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ პოლიტიკური საბჭოს წევრების შემცირება იგეგმება, თუმცა მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებს ყრილობა მიიღებს.

პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს ყრილობა, თავიდან ბოლომდე. საბოლოო სიტყვა ყრილობას ეკუთვნის და აქედან ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“, არის დემოკრატიული პარტია. შემცირება იგეგმება,“-განაცხადა სოფიო კილაძემ.

დღის ამბები