20 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება - სხდომას ივანიშვილი ესწრება

"ქართული ოცნების" პოლიტასაბჭოს სხდომა იწყება. "ქართული ოცნების" წევრები არიან ამ წუთებში იკრიბებიან.

პარტიის ცენტრალურ ოფისში უკვე მივიდნენ, ნოდარ ხადური, დავით საგანელიძე და თემურ ჭკუასელი. 

როგორც დავით საგანელიძემ განაცხადა, პოლიტსაბჭოში ცვლილებები იქნება, თუმცა ახალი სახეები დეპუტატები არ იქნებიან.  

საგანელიძის თქმით, ის უკვე ორ წელზე მეტია რაც მსხვილ საფინანსო უწყებას ხელმძღვანელობს, შესაბამისად პარტიის მუშაობასა და გადაწყვეტილებების მიღებაში აღარ მონაწილეობს. სწორედ ამიტომ საგანელიძე გეგმავს თავად შესთავაზოს თანაგუნდელებს, რომ დატოვებს პოლიტსაბჭოს. 

საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკური საბჭოდან წასვლისთვის მზად არის თემურ ჭკუასელიც

როგორც ცნობილია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომას, პარტიის მომავალი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა პოლიტსაბჭოში მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი შევიდეს.

დღის ამბები