რუსული პროპაგანდისა და საფრთხეების შესახებ იმსჯელეს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე. მთავარი საკითხებს შორის იყო საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, გააქტიურებული ჰიბრიდული ომი და ნატოს კომუნიკაციის სტრატეგია რეგიონში.
დამსწრეებს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაც მიმართა. მან ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ტერიტორიის 20% გახლავთ რუსეთის მიერ ოკუპირებული. იქ არ არის საერთაშორისო მექანიზმების წვდომა. საინფორმაციო სივრცეც დახურულია და პრინციპში კონტროლირებადი. რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს, აქ მე ვისაუბრე, რომ პროპაგანდასა და იმ სტერეოტიპებზე, რომელიც წლების განმავლობაში იქმნება მიზანმიმართულად. ჩვენთვის აუცილებელია პროაქტიური და დინამიური სამშვიდობო პოლიტიკის გატარება,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.