„კომიტეტის თავმჯდომარეებს აქვთ ბევრი საქმე და მოქნილი პოლიტსაბჭო რომ იყოს, ამიტომ არ შევიდნენ საბჭოში,“ - ეს განცხადება ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ანრი ოხანაშვილმა, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ გააკეთა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში ფრაქციის თავმჯდომარეები აღარ იქნებიან, რადგან ისინი კომიტეტში მუშაობით არიან დაკავებულები.
„შერჩეულია სამართლიანი კრიტერიუმი, სამართლიანი ფაქტორი. არცერთი კომიტეტის თავმჯდომარე არაა წევრი. კომიტეტის თავმჯდომარეებს აქვთ ბევრი საქმე და მოქნილი პოლიტსაბჭო რომ იყოს, ამიტომ არ შევიდნენ საბჭოში,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.
ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ პარტიის მმართველ ორგანოს ახალი წევრები ჰყავს, რომელსაც პარტია ყრილობაზე დაამტკიცებს.
პოლიტსაბჭოს ძველი შემადგენლობა დატოვა ზვიად გოგაძემ, რომან კაკულიამ, თემურ ჭკუასელმა, ირაკლი სესიაშვილმა, სოფო კილაძემ, ეკა ბესელიამ, გედი ფოფხაძემ და აკაკი ზოიძემ.