20 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
პრემიერს აბარია ქვეყანა და მგონი, დამატებით ფუნქციები არ სჭირდება - მამუკა მდინარაძე პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაზე

„გიორგი კვირიკაშვილს აბარია ქვეყანა, არის საქართველოს პრემიერმინისტრი და მე მგონი, დამატებით ფუნქციები არ სჭირდება ამ ყველაფერს,“ - ეს განცხადება ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, გააკეთა.

მდინარაძის თქმით, პრემიერი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში მაინც დარჩება.

პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი დაამტკიცეს. ამ დრომდე აღნიშნულ პოზიციას გიორგი კვირიკაშვილი იკავებდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები გაიარეს.

„ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილთან იყო კონსულტაციები პოლიტსაბჭოს კანდიდატების შერჩევის დროს, რადგან ის ყრილობამ უნდა დაამტკიცოს პარტიის ხელმძღვანელად, ამიტომ ამაში უჩვეულო არაფერი არ არის. ახალ შემადგენლობაში არ არის წარმოდგენილი არც ერთი კომიტეტის თავმჯდომარე. გარკვეული პრინციპი იყო შეთანხმებული, რომ იქნებოდა პარლამენტიდან სპიკერატი, ასევე, ფრაქცია ქართული ოცნება, ამიტომ მე და ჩემი ორი მოადგილე ვართ პოლიტსაბჭოში. ასევე, გადავწყვიტეთ ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი და ორი მინისტრი ყოფილიყო პოლიტსაბჭოში,“ - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები