20 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
"16 წელი პარლამენტის წევრი ვიყავი და ეს წაადგება პარტიას“ - საგანელიძე პოლიტსაბჭოში დარჩენის მიზეზს განმარტავს

„იყო მოსაზრება, რომ დიდი გამოცდილება მაქვს პოლიტიკური ცხოვრების“ - საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე, იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მისი პოლიტსაბჭოს წევრად დატოვება გადაწყდა.

სხდომის დასრულების შემდეგ საგანელიძემ განაცხადა, რომ მან პოლიტსაბჭოდან გასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა, პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ მისი 16-წლიანი პოლიტიკური გამოცდილება პარტიას მხოლოდ წაადგებოდა.

„პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა, პრემიერმა, პარტიის მომავალმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ბრძანეს, რომ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არის პოლიტსაბჭოს წევრობასა და ფონდის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. იყო მოსაზრება, რომ დიდი გამოცდილება მაქვს პოლიტიკური ცხოვრების, არა მარტო ქართული ოცნების პერიოდში, არამედ მანამდეც. მოგეხსენებათ, 16 წელი პარლამენტის წევრი ვიყავი და ეს წაადგება პარტიას,“ - განაცხადა საგანელიძემ.

სხდომის დაწყებამდე საგანელიძე ამბობდა, რომ პოლიტსაბჭოს დატოვებდა, თუმცა, როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საგანელიძე ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში რჩება. 

დღის ამბები