20 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
მთავარი საზომი არის ის, რომ ლიდერი ისევ საჭესთანაა და ისევ მზად არის, უხელმძღვანელოს გუნდს - გედევან ფოფხაძე

„ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არის ახალი შანსი ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ქვეყნისთვისაც,“ - ეს განცხადება ქართული ოცნების წევრმა, გედევან ფოფხაძემ, განახლებული პოლიტსაბჭოს შესახებ საუბრისას გააკეთა.

ფოფხაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ განახლებული პოლიტსაბჭოს შემადგენლობის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილია. თავად გედევან ფოფხაძემ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა დატოვა. 

„პოლიტსაბჭოს განახლებული ფორმატის მთავარი ღირსება არის ის, რომ პირველი ნომერია ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არის ახალი შანსი ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ქვეყნისთვისაც. მთავარი საზომი არის ის, რომ ლიდერი ისევ საჭესთან არის და ისევ მზად არის, უხელმძღვანელოს გუნდს,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტიის ახალ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შედიან: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გია ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე, და კახა კალაძე.

პარტიის მმართველი ორგანო მთლიანად ბიძინა ივანიშვილმა დააკომპლექტა, რომელიც სხდომას თავადაც დაესწრო.

პოლიტსაბჭოს ძველი შემადგენლობა დატოვა ზვიად გოგაძემ, რომან კაკულიამ, თემურ ჭკუასელმა, ირაკლი სესიაშვილმა, სოფო კილაძემ, ეკა ბესელიამ, გედი ფოფხაძემ და აკაკი ზოიძემ.

დღის ამბები