პარლამენტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. დისკუსიას სხვადასხვა უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო.
მათ სიტყვით მიმართეს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და შეკრებილებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.