20 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
ოკუპირებულ რეგიონებში სერვისების შეთავაზება - განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე

მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში სერვისების შეთავაზებას ეხება, განიხილეს დღეს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

ინიციატივა სახელმწიფომ წარადგინა.

ქეთევან ციხელაშვილმა დეტალურად ისაუბრა მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტის მნიშვნელობაზე.

„ამ ინიციატივით ჩვენ ვდგამთ ახალ, ქმედით და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს შერიგების და ჩართულობის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში. ეს არის ძალიან კომპლექსური პაკეტი, რომელიც, მოგეხსენებათ, სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით. განათლების ხელმისაწვდომობის გამარტივებას და გაფართოებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებელი პირებისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები