20 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტი დასაცავია - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში, კახა კოჟორიძემ, მშრომელთა საერთაშორისო დღე ტყიბულელ მეშახტეებს მიულოცეს და მათთან შეხვედრაზე, რომელიც ტყიბულში გაიმართა, შრომის უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა უფლებების საკითხები განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ანა ნაცვლიშვილს და კახა კოჟორიძეს მეშახტეებმა იმ პრობლემების შესახებ მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც ბოლო წლებში მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას და ამ მიმართულებით კანონმდებლობის ბაზის სრულყოფას, რათა დასაქმებულებმა შრომითი უფლებების რეალიზაცია სრულფასოვნად შეძლონ. 

ინფორმაციის თანახმად, ამ მიზნით პრეზიდენტი სპეციალისტებთან და შესაბამის ინტერესჯგუფებთან კონსულტაციებს კვლავაც გააგრძელებს.

დღის ამბები