„რომ იყო რა გააკეთა და რომ მოვიდა ახლა ხელმეორედ, რას გააკეთებს?“ - ასე აფასებს ზუგდიდში მცხოვრები ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.
ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ დღეს მმართველი პარტიის ხელმძღვანელად დაამტკიცა.
სამეგრელოში მცხოვრებლების თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების მიუხედავად, სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება. სამეგრელოში ცვლილებების დასაწყებად ოპოზიციის გაერთიანებას ხედავენ.
„ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, ეს ხალხი უნდა მოვიშოროთ. აუცილებლად უნდა მოვიშოროთ, თორემ დაიღუპა ქვეყანა, დაანგრიეს ქვეყანა,“ - აცხადებს ზუგდიდში მცხოვრები.
ადგილობრივების თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არასდროს წასულა და არაფორმალური მმართველი იყო.
მოსახლეობის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმებიან.