20 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
პოლიტიკაში რომ იყო, ჩვენთვის რა გააკეთა? იმან თავისთვის გააკეთა - მცხეთა-მთიანეთში ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

„პოლიტიკაში რომ იყო ჩვენთვის რა გააკეთა? იმან თავისთვის გააკეთა, ხალხისთვის რა გააკეთა?“ - ასე აფასებენ მცხეთა-მთიანეთში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

„დახმარება მქონდა 60 ლარი და მომიხსნეს. რაზე მომიხსნეს? ის მილიონერი არის და მე მშიერი ვიჯდე?“ - აცხადებენ ადგილობრივები.

ადგილობრივები ოპოზიციის გაერთიანებას დადებითად აფასებენ.

„ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან კარგი კაცი, მაგრამ გარემოცვა უნდა გაიწმინდოს,“ - ამბობენ თიანეთში.

მცხეთა-მთიანეთში ამბობენ, რომ ივანიშვილს ხეები გადააქვს პრობლემების გარეშე, ხოლო მოსახლეობას ტყიდან შეშის გამოტანის გამო აჯარიმებენ.

არჩევანთან საუბრისას ადგილობრივები ამბობენ, რომ ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში კარგია, მაგრამ ხალხისთვის მაინც არაფერი შეიცვლება.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაპირებები არ შეასრულა, რის მაგალითადაც პენსიის მომატების დაპირების შეუსრულებლობას ასახელებენ.

მცხეთასა და დუშეთში მოსახლეობა მძიმე სოციალურ ფონზე ამახვილებს ყურადღებას.

დღის ამბები