20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე მეორადი ფიგურები არიან, ივანიშვილი არის პასუხისმგებელი ქართველი ამომრჩევლის წინაშე - გიგა ბოკერია

ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე არჩევანის ეთერში საუბრობს.

მისი თქმით, ივანიშვილის დაბრუნებით არაფერი არ შეიცვლება. გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ მთავარია ივანიშვილის ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს.

„ეს ხალხი, რომელიც ივანიშვილმა მოიყვანა, გარდა იმისა, რომ არიან არაკომპეტენტურები და არიან პოლიტიკურად უხერხემლოები იმიტომ, რომ ისინი თავის თავს არ წარმოადგენენ, გარდა იმისა, რომ ივანიშვილთან აღმოჩნდნენ და ივანიშვილის მეშვეობით მიიღეს მართვის მანდატი, დახოცეს ერთმანეთი იმ ძალაუფლებისთვის, რაც ივანიშვილისგან ჰქონდათ მიცემული და შეუძლებელი გახდა ამ ვითარების გვერდზე გადადება, ზედაპირზე ამოვიდა. მე მგონი, ამ მიზეზის უბრალოდ იგნორირება შეუძლებელია, მას დასჭირდა ასე გამოჩენა,“ - განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილზე, როგორც არაფორმალურ მმართველზე, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც საუბრობენ და პოლიტიკაში დაბრუნების ნაბიჯი ყოფილმა პრემიერმა არაფორმალური მმართველობაზე საუბრის დასრულებისთვისაც გადადგა.

გიგა ბოკერიას თქმით, მმართველმა გუნდმა ქვეყანა კრიზისულ მდგომარეობაში ჩააყენა, თუმცა, ივანიშვილის დაბრუნება არაფერს არ შეცვლის.

„ეს თავისთავად არის დოკუმენტურად გაფორმება იმ ძალიან ღრმა პრობლემის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს, როდესაც პარტიის თავმჯდომარე ხსნის პრემიერმინისტრს პარტიის ლიდერობიდან. ამ კაცს, ვითომ, მიანდეს ქვეყნის მართვა და პარტიის მართვას არ ანდობენ, სრული აბსურდია ისევე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, არა აქვს მნიშვნელობა. ეს ხალხი არის მეორადი ფიგურები, ეს კაცი არის პასუხისმგებელი ქართველი ამომრჩევლის წინაშე,“ - განაცხადა ბოკერიამ.

დღის ამბები