03 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
„ერთადერთი ფილმი, რომელზეც იყო ფეხზე ამდგარი ოვაცია, ”მანდარინები” იყო,” - ზაზა ურუშაძე

„ერთადერთი ფილმი, რომელზეც იყო ფეხზე ამდგარი ოვაცია, ”მანდარინები” იყო. ორჯერ მოხდა ეს, რეაქციები ძალიან კარგი იყო,” - განაცხადა „კურიერთან” სატელეფონო საუბრისას „მანდარინების” რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ.

მისი თქმით, „იდაც” კარგი ფილმია, არ მომხდარა უსამართლობა და მსოფლიოს 5 საუკეთესო ფილმში დასახელება მნიშვნელოვანია. ურუშაძის თქმით, მათ უკვე აქვთ შემოთავაზებები სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიიდან.

ფილმის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი გიორგი ნაკაშიძეც აღნიშნავს, რომ ხუთეულში მოხვედრა უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები