20 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
"ეს პუწინი, ადამიანი ვლადიმირი არის უძლიერესი და ანგარიშგასაწევი"-ადა მარშანია

რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის გავლენები-"პატრიოტთა ალიანსის" ერთ- ერთმა ლიდერმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ჩრდილო მეზობელთან ურთიერთობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ადა მარშანიამ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიგა ბოკერია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ანტირუსულ განწყობას ნერგავს ახალგაზრდებში. მან ასევე მიმართა პარლამენტში მყოფ პრეზიდენტს და უთხრა, რომ არ დაავიწყდეს, იმის შესახებ რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე ახლაც ცხოვრობს რუსეთში.

„ბატონო პრეზიდენტო უნდა გავიხედოთ ჩრდილოეთისკენაც დავინახოთ კარგად ის ჩვენი ჩრდილო მეზობელი. ბავშვობიდან ვიცნობთ მე მგონი ჩვენ კარგად ყველა. ზოგი სწავლობდა, ზოგიც ახლაც იქ სწავლობს და ცხოვრობს და მუშაობს სხვათაშორის. ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე იქ მოღვაწეობს და ბოლოს და ბოლოს ვიფიქროთ იმაზე, რომ ვერსად ვერ გავექცევით ჩვენ ერთმანეთს. გავატაროთ პრაქტიკული და პრაგმატული  პოლიტიკა. და ძალიან გთხოვთ ბატონო ბოკერია, თქვენ  ნუ ნერგავთ ჩვენს საზოგადოებაში,  განსაკუთრებულად ახალგაზრდა თაობაში ანტირუსულ განწყობას. კი ბატონო პუტინი გძულდეთ, რა ჩემი საქმეა. გინდ გძულდეთ, გინდ არ გძულდეთ. საერთოდ პოლიტიკაში სიყვარული- სიძულვილი არ ვიცი მე. ბატონო ბოკერია, თქვენ სად გასწავლეს ეს ამბავი? პოლიტიკაში მე ვიცი ინტერესები. მე ვიცი პირველ რიგში ბატონო ბოკერია, რომ პუტინი არის პირველ რიგში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. აი ეს მინდა შეგახსენოთ და ეს უნდა გახსოვდეთ თქვენ ყოველ წუთს და ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ მოსწონთ მათ თუ არა, მთელი მსოფლიო ამ ადამიანს ელაპარაკება. მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს პუწინი, ადამიანი ვლადიმირი არის უძლიერესი, ძალიან რთული და მძიმე, ანგარიშგასაწევი. ანგარიშგასაწევი ქვეყანა,"-განაცხადა ადა მარშანიამ.

დღის ამბები