20 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ვერ დაინახეთ ხელი? ამ სცენაზე ხელიც ჩანს, დოლარებიც და ზღვაში ხეები დაცურავენ"-რომან გოცირიძე

„დღევანდელი გამოსვლა პრეზიდენტის იყო გაცილებით რბილი და ნაკლებად კრიტიკული ვიდრე ყველა მისი გამოვლა, რაც კი ამ დარბაზში მოგვისმენია,“-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე პრეზიდენტის გამოსვლას. დეპუტატის თქმით  მას არ უნდა დაიჯეროს, რომ ეს განპირობებულია მმართველი გუნდის მიერ ბოლო 

რომან გოცირიძის განცხადებით პრეზიდენტს მის გამოსვლისას არ უსაუბრია მთავარ პრობლემაზე, რომ ქვეყანა იმართება კულისებიდან.

„დაინგრა სახელმწიფო ინსტიტუტები. ქვეყანაში არის უკანონო არაფორმალური მმართველობა. ქვეყანაში არის ჩრდილოვანი მართვა. ქვეყანა იმართება კულისებიდან და თქვენ მინიშნებითაც არ გითქვამთ, რომ ქვეყანაში კონსტიტუცია არის გაუქმებული,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით ქვეყანა იმართება მარიონეტული პრინციპით. რომან გოცირიძემ პარალელი გაავლო თოჯინების თეატრთან და თქვა, რომ როდესაც ბავშვი შემთხვევით  დაინახავს ხელს, რომელიც თოჯინას მართავს, ის რჩება იმედგაცრუებული.  

„თქვენ ვერ დაინახეთ ხელი? ამ სცენაზე ხელიც ჩანს, ცხვირიც, ყურიც, დოლარებიც. უფრო მეტიც, ამ სცენაზე ხმელეთზე ხეები დაიარებიან და ზღვაში ხეები დაცურავენ. აი ეს არის ჩვენი მთელი უბედურების წყარო,“-განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები