ძალიან გამიკვირდა, ვინაიდან მოხსენება იყო არამხოლოდ მოკლე არამედ შინაარსისგან დაცლილი- „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი პრეზიდენტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა საკვანძო საკითხებზე არ ისაუბრა.
„მეგონა მოხვედით აზრზე, გაიგეთ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, ვინ არის „ქართული ოცნება“ და რა ვიხილეთ დღეს არცერთი სიტყვა სასამართლოზე...
„დააწინაურეს ის მოსამართლეები, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებდნენ უკანონო დავალებებს.
ერთ სიტყვასაც არ ამბობთ, როცა ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან, რაც სტრასბურგმაც დაადასტურა, როცა დეკანოზი მამალაძეა ციხეში“-მიმართა მელიამ პრეზიდენტს.
მელიას თქმით, პრეზიდენტს არ უსაუბრია იმ მთავარ პრობლემაზე, სიღარიბეზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიქმნა.
„რას აკეთებს „ქართული ოცნება“ უკანასკნელი წლების განმავლობაში და რას უპირისპირებს სიღარიბეს.
მე გეტყვით, თქვენი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ნულოვანი.
თქვენ მართავთ ქვეყანას სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს... თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ლარი ისტორიულ ნიშნულამდე გააუფასურა... თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ერთი ლარითაც არ გაზარდეთ პენსია, მილიარდერი პარტიის თავმჯდომარე გყავთ და დაპირება იყო პენსიის გაზრდა...
წამლადაც ვერ იშოვით სამართლიანად და ობიექტურად ჩატარებულ ერთ ტენდერსაც კი. აქ იჯდა ნომერ პირველი კორუმპირებული მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელმაც საკუთარი ოჯახის წევრს 700 000 ლარი სახლში გაატანა“ - განაცხადა მელიამ.
მან ასევე გიორგი მარგველაშვილი ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.
მელიას თქმით, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტმა გრიფით საიდუმლო მოხსნა სახელმწიფო საიდუმლოებაზე, რომლის მიხედვითაც ბრალი წაუყენეს გენერალ თემურ ჯანაშიას და მას 11 წლიანი სასჯელი ემუქრება გრიფით საიდუმლოს არ ხსნის იმ მასალებს, სადაც ანზორ ჩუბინიძის შესახებ იქნება ინფორმაცია.
მელია ამბობს, რომ ამ ხელმოწერას დიდი ხანია ითხოვს ჯანაშია, ამით მისი უდანაშაულობა დამტკიცდება, თუმცა ამას პრეზიდენტი არ აკეთებს.