საქართველოს პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
სხდომის დატოვებას წინ უძხოდა კამათი პრეზიდენტსა და პარლამენტის თავჯდომარეს შორის.
"სხდომას, რომელიც არ მაძლევს შესაძლებლობას შევიდე დისკუსიაში დეპუტატებთან არ დავესწრები,"-განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის პროტესტი დეპუტატების სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. ქვეყნის პირველმა პირმა მოითხოვა, რომ მას ჰქონოდა საშუალება ტრიბუნასთან მდგომი გამომსვლელებისთვის გაეცა პასუხი და დისკუსიაში შესულიყო მასთთან. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს განუმარტა, რომ რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებდა და პროცედურის მიხედვით მას პასუხის გაცემის საშუალება სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ექნებოდა.
მიუხედავად განმარტებისა, გიორგი მარგველაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.