"პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას, იმ კითხვებზე, რომელსაც სვამს პარლამენტი, როდესაც ამას პარლამენტი მიკრძალავს, მე შინაარს ვერ ვხედავ, ასე შემიძლია ტელევიზორში ვუყურო,“- ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომის დატოვების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, დაანონსებული იყო დებატების ფორმატი და მისთვის მიუღებელია ამის გაუქმება.
"თქვენ იცით, რომ გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი, რასაც მე მივესალმე, ამის თაობაზე არაერთხელ იყო დაანონსებული“- აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ის ელოდება პარლამენტის გადაწყვეტილებას, მისცემენ თუ არა მას დებატების ფორმატში უპასუხოს დეპუტატებს.
"ველოდები პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და მომცემს შესაძლებლობა, რომ დებატების ფორმატში შევიდე დეპუტატებთან. რეგლამენტში არსად წერია, რომ პრეზიდენტს პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ჰქონდეს";- აღნიშნა მარგველაშვილმა.