03 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
"ბერდმენი" ოსკარის რჩეული ხდება

მექსიკელი რეჟისორის - ალეხანდრო გონსალეს ინარიტუს "ბერდმენი" წლის საუკეთესო ფილმია. ინარიტუ ამერიკულმა კინოაკადემიამ საუკეთესო რეჟისორადაც დაასახელა.

ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს - ”ოსკარების” რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონია სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ოსკარის გარეშე დარჩა ქართველი რეჟისორის ქართულ-ესტონური ფილმი „მანდარინები.” ჯილდო ამ ნომინაციაში მიიღო პოლონურმა ფილმმა ”იდა.”

ოსკარი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ედი რედმეინმა მიიღო ფილმისთვის „ყველაფრის თეორია.” საუკეთსო მსახიობ ქალად კი ჯულიანი მური დასახელდა ფილმისთვის ”ჯერ კიდევ ელისი.”

საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო ლორა პოიტრასის ნამუშევარმა შეერთებული შტატების სპეცსამსახურის ყოფილი აგენტის ედვარდ სნოუდენის შესახებ „მოქალაქე ოთხი.”

საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის დაჯილდოვდა გრემ მური ფილმისთვის „იმიტაციის თამაში.”

დღის ამბები