სამგორის გამგებლის ვაკანტურ პოსტზე საკრებულო კახა გულედანის კანდიდატურას განიხილავს. მსჯელობა თვითმმართეველობის ორგანოში დღეს გაიმართება. ოპოზიცია მისთვის მხარდაჭერას არ გეგმავს, ამის მიზეზი კახა გულედანის ბიზნესსაქმიანობაა. დეპუტატების მტკიცებით, გულედანის კომპანიას, "სუფთა სამყაროს" ბევრი სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული, რაც ამყარებს ეჭვებს, რომ გულედანი გამგებლის პოსტზე წარდეეგენილია არა პროფესიული ნიშნით, არამედ ხელისუფლების ლობირებით.