სომხეთში ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციისა და სერჟ სარქისიანის გადაგომიდან რამდენიმე კვირის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სომხეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მთავარი თემა სწორედ სომხეთში განვითარებული მოვლენები იყო, რა დროსაც გიორგი კვირიკაშვილმა არმენ სარქისიანს უთხრა, რომ ის პროცესებს ყურადღებით აკვირდება. საუბრის დროს პირველმა პირებმა სომხეთსა და საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთობებიც განიხილეს.