20 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
"კიდევ ერთხელ გამოჩნდა პიროვნული მიუღებლობა მარგველაშვილის" - კონსტიტუციონალისტები რეგლამენტის შეცვლის შესაძლებლობაზე საუბრობენ

პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ კი კონსტიტუციონალისტები რეგლამენტის იმ მუხლის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ, რომელიც დებატების ფორმატს არეგულირებს.

მათი თქმით, მოქმედი რეგულაცია ყველა მხარეს ინტერპრეტაციის საშულებას აძლევს. ამ შემთხვევაში კი “ქართულმა ოცნებამ“ ეს საბაბად გამოიყენა - არ მოესმინა პრეზდენტისთვის.
კონსტიტუციონალისტები ფიქრობენ, რომ სინამდვილეში უმრავლესობა მარგველაშვილს პიროვნულად არ იღებს.

„პრეზიდენტისთვის კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩართვასთან დაკავშირებით უარი და მისი მოტივირება ფორმალური პროცედურებით, რეგლამენტით, არის საბაბი.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა პიროვნული მიუღებლობა მარგველაშვილის იმიტომ რომ ბევრი შემთხვევა გვახსოვს რეგლამენტიდან გადახვევის,“- აცხადებს საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მოქმედ რეგლამენტს მოდიფიცირებას გაუკეთებდა თუ არ გაუკეთებდა.

დღის ამბები