20 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
„ევროსაბჭოს ქვეყნები ადასტურებენ, რომ რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, იურიდიულად მოქმედი არ არის“- პრემიერი

ევროსაბჭო შეშფოთებას არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფაზე და ადამიანების უკანონო გატაცებასა და დაკავების სხვა ფაქტებზე,-ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ევროპის საბჭოს ქვეყნები ადასტურებენ, რომ რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, სამართლებრივად და იურიდიულად მოქმედი არ არის.

„ევროპის საბჭოში 2014 წლის შემდეგ ყოველწლიურად მიღებული გადაწყვეტილებები, წარმოადგენს ძალიან მკაფიო საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას, რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

ევროპის საბჭოს ქვეყნები ადასტურებენ, რომ რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, იურიდიულად მოქმედი არ არის და სამართლებრივი შედეგი არ აქვს.

ასევე, ისინი გამოხატავენ შეშფოთებას არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფაზე და ადამიანების უკანონო გატაცებასა და დაკავების სხვა ფაქტებზე.
ასევე, ევროსაბჭო მიესალმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების პაკეტს და მას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობის ეს ინიციატივა წარმოადგენს ნათელ მაგალითს სამშვიდობო პოლიტიკისა და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მტკიცე ნებაზე"-განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები