03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
"მანდარინების" შემოქმედებითი ჯგუფი წითელ ხალიჩამდე

"ამაღელვებელია ძალიან, გრძელი გზაა გასავლელი, ხალიჩასთან მივალთ, სადაც ორსაათიანი  სვლაა," - ეს შეფასება წითელ ხალიჩაზე მისვლამდე მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ გააკეთა. 

რუსთავი 2-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, ”იყო მოლოდინი, რომ პოლონური ფილმი „იდა” გახდებოდა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული და სურათი "მანდარინების" სერიოზული და ღირსეული კონკურენტი იყო.”

ლოს-ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს - ”ოსკარების” რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონია დღეს დილით დასრულდა. მექსიკელი რეჟისორის ალეხანდრო გონსალეს ინარიტუს "ბერდმენი" წლის საუკეთესო ფილმია.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ჯილდო ფილმმა "იდამ" მოიპოვა, სადაც მეორე მსოფლიო ომის პოლონეთია ასახული. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები