20 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
რეგლამენტი მას არ მოარგეს, გაბრაზდა და წავიდა - თეა წულუკიანი პრეზიდენტზე საუბრობს

„მან კითხვებს ვერ გაუძლო, მოინდომა მასზე მოერგო რეგლამენტი მაშინვე. რეგლამენტი მას არ მოარგეს, გაბრაზდა და წავიდა,“ - ასე აფასებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დატოვებას.

თეა წულუკიანის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტი დებატებზე დასწრების გარეშე იმიტომ დატოვა, რომ მას მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა არ უნდოდა.

„ასეთ ფორმატზე, პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი, ყველა ვიყავით შეთანხმებული, რომ მთავრობა ესწრება, დებატები გაიმართება, ეს პრეზიდენტმაც დაადასტურა, დებატები ნიშნავდა იმას, რაც არის რეგლამენტით გათვალისწინებული, რომ ის დარჩებოდა სხდომაზე, მოისმენდა კითხვებს და კითხვებს უპასუხებდა,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის დებატებზე დასწრებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემოდა. ჯანელიძის თქმით, პრეზიდენტმა პარლამენტის რეგლამენტს პატივი არ სცა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტსა და პარლამენტის წევრებს შორის გამართულ დებატებს მთავრობის წევრები არ უნდა დასწრებოდნენ.

„ჩვენ თავი კი არ აგვირიდებია ან დემარში კი არ გაგვიკეთებია, არამედ ასე ხდებოდა ყოველთვის,“ - განაცხადა მინისტრმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები