საქართველოს პარლამენტში არის ჯგუფი, მდინარაძე-კობახიძე-მათიკაშვილი, რომელსაც აქვს ბოლშევიკური სულისკვეთება - ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი პრეზიდენტისადმი კობახიძის კრიტიკასა და ბრალდებას.
ირმა ინაშვილი ამბობს, რომ როცა კობახიძე საპრეზიდენტო ხარჯების შესწავლაზე საუბრობს და ამ დროს პრეზიდენტს დებატებში მონაწილეობის საშუალება არ აქვს, სწორედ ესაა ბოლშევიზმი.
„როდესაც ბატონი კობახიძე აკეთებს ამ განცხადებას, რომ უნდა მოხდეს საპრეზიდენტო ხარჯების შესწავლა ეს არის ბოლშევიკური სულისკვეთება და ეს არის საბჭოთა აზროვნება. ეს რომ სხვა ვითარება ყოფილიყო, პარლამენტიდან რომ არ წასულიყო პრეზიდენტი, საშუალება რომ მისცემოდა დებატში გამოსვლის მაშინ კი. მაგრამ ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პრეზიდენტის ხარჯებზე საუბარი არის ბოლშევიზმის გამოხატულება“- განაცხადა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის სესიაზე, სადაც პრეზიდენტი მოხსენებით გამოვიდა, კობახიძემ მარგველაშვილი შეწყალების პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და კორუფციაში დაადანაშაულა.