ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წარმომადგენლობით ორგანოს მოუწოდებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საკრებულოს წევრების ცემის გამოძიება ოფიციალურად მოითხოვოს.
საუბარია რამდენიმე დღის წინ ციხისძირში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც მაშინ მოხდა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ივანიშვილის ხის გადატანას აპროტესტებდნენ.
ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მივიდნენ.
ენმ-ში ამბობენ, რომ ბათუმის საკრებულოს წევრებზე თავდასხმის ფაქტი ამ დროისთვის კვლავაც გამოუძიებელია.
„მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს , რომ დაუყოვნებლივ გამოიძიოს ეს ფაქტი და უმკაცრესად დაისაჯოს ყველა ის ადამიანი ვინც იძალადა საკრებულოს დეპუტატებზე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელია ესა თუ ის ადამიანი, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ფიზიკური ძალადობა უნდა დასრულდეს,“-განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ მირდატ ქამადაძემ.