20 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
პრეზიდენტს კორუფციაში ადანაშაულებენ - „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, მარგველაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

საქართველოს პრეზიდენტს კორუფციაში ადანაშაულებენ. „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის შემდეგ კიდევ ერთი პრეზიდენტის, ამჯერად გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ პატიმრების შეწყალების საქმეში მარგველაშვილს შესაძლოა, პირდაპირი ინტერესი ჰქონდეს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

პარლამენტის ტრიბუნიდან მძიმე ბრალდების გაჟღერების შემდეგ „ქართული ოცნების“ დანარჩენ დეპუტატებს დღეს გამოძიების დაწყების კატეგორიული მოთხოვნა არ ჰქონიათ, თუმცა ამბობდნენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკურ განცხადებას ეთანხმებიან.

ამის გარდა, კახა კალაძემ და თეა წულუკიანმა ღიად დაადასტურეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები მათაც აქვთ.  

ოპოზიციის აზრით კი, "ქართული ოცნების" მხრიდან პრეზიდენტის კორუფციაში დადანაშაულება უხერხულია.

პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა დეპუტატებმაც რეზიდენტი განუზომელ ხარჯებშიც დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილს საზღვარგარეთ ვიზიტებისა და სასტუმროში დახარჯული თანხები დაუთვალა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბრალდებებს შავ პიარს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენება გაიმართა, მისი დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანო დატოვა. მარგველაშვილი დებატების ფორმატის ცვლილებას ითხოვდა, რაც პარლამენტმა არ დააკმაყოფილა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები