თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს 2 ათას ლარიანი ჯარიმა, პოლიტიკური მოძრაობის დაკავებულ წევრებს კი 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლემ იმ პოლიციელების ჩვენება მოისმინა, რომლებსაც „გირჩის“ წევრების ქმედებით საქმიანობის შესრულებაში ხელი შეეშალათ.
პოლიტიკური მოძრაობის ორ ლიდერს, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელთა დაუმორჩილებლობას ედავებოდა. ზურაბ ჯაფარიძე გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
ბრალდებამ პროცესზე ვიდეო ჩანაწერები წარადგინა და დაკითხა ის ექვსი პოლიციელი, რომლებსაც საქმიანობაშიც ხელი „გირჩის“ წევრებმა შეუშალეს. საქმე ეხება რამდენიმე პირის დაკავებას, პოლიცია მათ ნარკომოხმარებას ედავებოდა და ცდილობდა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანა.
ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ყველა ნარკომომხმარებლის, რომლის უფლებასაც სამართალდამცველები არღვევენ, მუდმივად დაიცავს. სანამ სასამართლო კანონდამრღვევად ცნობდა, არ გამორიცხავდა რომ ჯარიმა საერთოდაც არ გადაეხადა.
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას „გირჩი“ ხვალ გაასაჩივრებს.