20 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
"აშშ მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატოს წევრი" - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერა - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოში უეს მიტჩელის ვიზიტი შეაფასეს.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ თბილისში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"საქართველოში ვიზიტის დროს ვეს მიტჩელმა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატოს წევრი.

უეს მიტჩელმა მოინახულა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი, სადაც ამჟამად, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევით, რუსული ჯარები იმყოფებიან,"-განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჰიზერ ნოიერტიმ. 

დღის ამბები