20 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გიორგი ვაშაძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო "დმანისის გადარჩენის ფონდის" წევრების სიცრუეში ადანაშაულებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, გიორგი ვაშაძე ბოლო პერიოდში სოფელ დიდ დმანისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ვაშაძე ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს რაც მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, თითქოსდა, აუქციონის მიმდინარეობისას შეუძლებელი იყო ტერიტორიის დათვალიერება.

ტერიტორიის 10 წლის ვადით იჯარით აღების ელექტრონულ აუქციონში გიორგი ვაშაძეა გამარჯვებული.

ეკონომიკის სამინისტროს ბრალდებებს ადრესატი გამოეხმაურა. ვაშაძის თქმით, აზომვითი ნახაზები უკვე გაკეთებულია, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანია "RMG GOLD-ის მართვის პულტი აუქციონით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს.

„მოგმართეთ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ამიტომ, ველოდებით თქვენგან პასუხს, რომ გამოყოთ შესაბამისი ჯგუფი, რომელთანაც ჩვენ დავიწყებთ ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებას. ასე, რომ ბატონო ქუმსიშვილო, თქვენ ხართ დამნაშავე ამ საკითხში და მოგიწევთ ციხეში ჩაჯდომა იმ საქმიანობისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ RMG GOLD-თან ერთდ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები