28 ნოემბერი 2021,   01:24
ვრცლად
ძლიერი შტორმი კანადაში - არიან გარდაცვლილები

კანადის ცენტრალურ რეგიონებს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. ყველაზე მეტად სტიქიამ ონტარიო და ტორონტო დააზარალა. ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრს აღწევდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი. რამდენიმე დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დასახლებებში წაქცეულია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც, ათასობით ადგილობრივი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სტიქიამ ტორონტოს აეროპორტის მუშაობაც შეაფერხა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძლიერის ქარის გამო რამდენიმე თვითმფრინავმა დაშვება ვერ შეძლო. რეისები სხვა ქალაქების აეროპორტებში გადაამისამართეს.

დღის ამბები