21 მაისი 2024,   00:13
ვრცლად
ვაშინგტონი ისრაელისთვის საარტილერიო ბომბების გადაცემას არ აპირებს - ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ვაშინგტონი ისრაელისთვის საარტილერიო ბომბების გადაცემას არ აპირებს. ჯო ბაიდენის ამ განცხადებამ, თეთრ სახლსა და ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის შორის ურთიერთობა გაამწვავა.

მოლაპარაკებებში, რომელიც ეგვიპტის შუამავლობით დაჯგუფება "ჰამასსა" და ისრაელს შორის მიმდინარეობდა, ჩართული იყო ვაშინგტონი. ისრაელი ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით შეთავაზებას არ დათანხმდა და რაფაჰში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც შტატების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

ამერიკის პოზიციას ისრაელის პრემიერმა უპასუხა და განაცხადა, რომ რაფაჰს ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" აკონტროლებს. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, სახმელეთო ოპერაციის დაწყება აუცილებელია.

საზღვრისპირა ქალაქ რაფაჰში ისრაელმა საჰაერო დარტყმები დღეს, უკვე განახორციელა, რასაც მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლეც ემსხვერპლა. ტერიტორია ომის დროს ჰუმანიტარული ბანაკის ფუნქციას ასრულებს,სადაც ამ დრომდე მილიონ შვიდასი ათასი პალესტინელი ლტოლვილი რჩება.

რაფაჰში მყოფმა პალესტინელებმა ისრაელის მთავრობის გაფრთხილება სასწრაფო თვით ევაკუაციის შესახებ, უკვე მიიღეს. გარკვეულმა ჯგუფებმა ღაზის სექტორში შემავალი გზა გადაკეტეს, საიდანაც ქალაქი ჰუმანიტარული ტვირთით მარაგდებოდა.

ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს გაერო. ადამიანის უფლებების დაცვისა და ჯანდაცვის ორგანიზაციები გარდაუვალ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე საუბრობენ.

ღაზაში ომის დაწყებიდან დღემდე, ქალაქ რაფაჰს თავი ორ მილიონამდე ადამიანმა შეაფარა. მშვიდობიან მოქალაქეებს რაფაჰში გადასვლისკენ, თავად ისრაელის მთავრობა მოუწოდებდა. თუმცა, დღეს ქალაქი მოსალოდნელი საფრთხის გამო, 110 000-მა ადამიანმა უკვე დატოვა.
 
ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები