21 სექტემბერი 2024,   07:25
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციას ეხმიანება: "ეს არის საელჩოების, დონორების და ენჯეოების წლების მუშაობის შედეგი"

"როგორც პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს დროს "ნაციონალური მოძრაობის" სამი ტელევიზიის ჟურნალისტები იქცეოდნენ, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისა თუ ადამიანური ეთიკისგან", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქვეყნის ნამდვილი ჟურნალისტები ამ ყველაფერს ხვდებიან, მაგრამ უცხოელი დონორების კეთილგანწყობის დაკარგვის შიშით ვერაფერს ამბობენ.

"უნდა ვიცოდეთ ერთი რამ. ის, როგორც პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს დროს იქცეოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" სამი ტელევიზიის ჟურნალისტები, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისა თუ ადამიანური ეთიკისგან. ეს არის საელჩოების, დონორების და ენჯეოების წლების მუშაობის შედეგი. თან ეს ყველაფერი კეზერაშვილთან და სააკაშვილთან თანადაფინანსებით. გაუქმებული ჟურნალისტიკა!

P.S. ვიცი, რომ ამ ქვეყნის ნამდვილი ჟურნალისტები (თუნდაც ჩვენდამი კრიტიკულები) ამას ყველაფერს ხვდებიან, მაგრამ უცხოელი დონორების კეთილგანწყობის დაკარგვის შიშით, ვერაფერს ამბობენ. ეს არის 21-ე საუკუნის დამოუკიდებელი საქართველოს რეალობა", - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები