21 სექტემბერი 2024,   07:18
ვრცლად
მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის და ტელეჟურნალისტების შეხვედრაზე: "წყობილებიდან გამოიყვანონ ირაკლი კობახიძე - განსაკუთრებული სირთულის მისიაა"

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ტელეჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მდინარაძე წერს: "ნაცების ტელევიზიების ჟურნალისტები პრემიერთან საერთო დავალებით მივიდნენ.

1. გაახმოვანონ აქამდე ათასჯერ გახმოვანებული მდაბიო ფეიკმესიჯები, კვლავ ბევრჯერ ახსენონ რუსეთი და რუსული.

2. რაც შეიძლება მეტი იუზრდელონ, შეურაცხყოფა მიაყენონ ყველას, ვინც მათ არ მოსწონთ, ილაპარაკონ სისულელეები გაუჩერებლად და არ დააცადონ არც ერთი პასუხი პრემიერს.

3. წყობილებიდან გამოიყვანონ ირაკლი კობახიძე - ეს უკანასკნელი განსაკუთრებული სირთულის მისიაა", - წერს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები