16 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯიმ ობრაიენი ჩამოდის

ცნობილი გახდა, რომ საქართველოში უახლოეს დღეებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯიმ ობრაიენი ჩამოდის.

ინფორმაცია უკვე დაადასტურა შეერთებული შტატების საელჩომ, თუმცა ვიზიტის კონკრეტულ დეტალებზე დიპლომატიურ მისიაში ჯერ არ საუბრობენ.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რამდენიმე დღის წინ, ვრცელი ინტერვიუ მისცა "ამერიკის ხმას", სადაც მნიშვნელოვანი მესიჯები გააჟღერა.

"თუ საქართველო ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება, თუ მთავრობა იტყვის, არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, სხვა რამ გვსურს, მაშინ ჩვენ გვექნება ძალიან განსხვავებული საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებთ", – აცხადებს ინტერვიუში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, რომელმაც ამავე დროს ისაუბრა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილზე და იმაზე, თუ რა დგას სასწორზე.

"რისი იმედიც გვაქვს და რაც გვინდა დავინახოთ, არის ის, რაც ბატონ კოპმანთან ითქვა, რომ დაიწყებენ ჩვენთან საუბარს იმაზე, თუ როგორ მოიყვანონ ეს კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში", - აცხადებდა რამდენიმე დღის წინ ჯიმ ობრაიენი, რომელიც რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოდის.

დღის ამბები