„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი" - ამ სახელწოდების ფორუმი დღეს ახალციხეში გაიხსნა.
შეხვედრას პრემიერი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლები ესწრებიან.
ფორუმის მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტებს შორის კავშირების გაძლიერება და ფინანსური მხარდაჭერაა.
„მოდელი იქნება ფორმალური, მას ექნება თავისი მკაცრად განსაზღვრული კალენდარი, რომლის მიხედვითაც, წლის განმავლობაში ჩვენ შევიკრიბებით რამდენჯერმე და, რა თქმა უნდა, მსჯელობის საკითხი იქნება ის თემები, რომელიც არის მნიშვნელოვანი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რისთვისაც აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა და თანამშრომლობა,“ - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.