20 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
პრეზიდენტი დღეს აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდა

პრეზიდენტი გიორი მარგველაშვილი დღეს აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს იმ მხარდაჭერისათვის, რასაც საქართველო მუდმივად გრძნობს შეერთებული შტატებისაგან.

პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ განცხადებებისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად კეთდება.

„აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან კონსულტაციები და საუბრები საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების მომავალ პერსპექტივებზე არის უაღრესად მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, დღეს არსებულ ვითარებაში, იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ. 

დღის ამბები