20 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
NDI-ის ბოლო კვლევით, ხალხის ნდობა ყველაზე მეტად პარლამენტმა, სასამართლომ და საპატრიარქომ დაკარგა

NDI-ის ბოლო კვლევით, ყველაზე მეტად ხალხმა ნდობა პარლამენტის მიმართ დაკარგა. 2012 წლის თებერვალში მოსახლეობის 14% ამბობდა, რომ არ მოსწონს დეპუტატების მუშაობა, ახლა კი ამ აზრზე ხალხის 35%-ია.

ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ უნდობლობა დეპუტატების უმოქმედობამ გააჩინა, რადგან პარლამენტს ხალხისთვის რაიმე პრობლემის მოგვარება ან რამე ახლის შეთავაზება არ შეუძლია.

ისტორიულ მაქსიმუმზეა უნდობლობა სასამართლოს მიმართაც. 2012 წლის შემდეგ სასამართლოს მიმართ უნდობლობა 18%-დან 30%-მდე გაიზარდა. შემცირდა იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც სასამართლოს მუშაობას დადებითად აფასებდა.

დაეცა ეკლესიის რეიტინგიც. 2015 წელს გამოკითხულთა 75% მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებდა, 2018-ში კი 19%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. დღეს ეკლესიის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 56% აფასებს. წლების განმავლობაში ეკლესია ნდობის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა. წელს ის პირველ პოზიციას იუსტიციის სახლებთან და ჯართან იყოფს.

ჭყონდიდელი ეპისკოპოსი, მეუფე პეტრე ცაავა, კურიერთან ამბობს, რომ პრობლემის მიზეზები საპატრიარქოს შიგნით უნდა ვეძებოთ.

საწინააღმდეგო არგუმენტი აქვს მამა შალვა კეკელიას, რომელიც აცხადებს, რომ ეკლესიის რეიტინგის ვარდნის მიზეზი ის კამპანიაა, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

NDI-მ საზოგადოებრივი განწყობა მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში შეისწავლა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მორიგ კვლევას ივნისში ჩაატარებს და საზოგადოებაში არსებულ ტენდენციებს საპრეზიდენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე შეისწავლის.

დღის ამბები