20 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
ერთ თვე "სითი პარკის" გარეშე - "კურიერმა" ექსპერიმენტი ჩაატარა

ერთ თვე სითი პარკის გარეშე - კურიერმა ექსპერიმენტი ჩაატარა, რა შეიცვალა დედაქალაქში პარკინგის ახალი კომპანიის შემოსვლის შემდეგ.  

კურიერის ექსპერიმეტის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის განკუთვნილ პარკინგს არაუფლებამოსილი მძღოლები ხშირ შემთხვევაში ისე იკავებენ, რომ არც ჯარიმას იხდიან და მათი მანქანა საჯარიმო სადგომზე არ გადაჰყავთ.

დოკუმენტების მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ ორი ევაკუატორი დაიქირავა. კონტრაქტი ტენდერის გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით გააფორმა და ამისთვის, ჯამში, 80 ათას ლარს გადაიხდის.

კურიერმა კი გაარკვია, რომ უკვე ერთ თვეა, ევაკუატორების მფლობელები ფულს სატრანსპორტო კომპანიიდან იღებენ, თუმცა, რეალურად, მათ ამ თანხას ჩუქნიან და სამუშაოებს არ ასრულებენ.

სატრანსპორტო კომპანიამ ხელშეკრულება ფირმა CTS-თან გააფორმა, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთ თვით ადრე დაარსდა. რეგისტრაციის მისამართი ნაძალადევის რაიონია, სადაც კურიერის გადამღებ ჯგუფს კომპანიის ოფისი არ დახვდა. იქ მფლობელის, მამუკა ჩიკვაიძის, მშობლები ცხოვრობენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოსადგომზეც არ იყო დამრღვევი მძღოლების მანქანები, რადგან კვლავ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

კურიერმა წერილი დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიას გაუგზავნა და დაინტერესდა, რამდენი ავტომობილი გადაიყვანეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში საჯარიმოზე, თუმცა, ამ დრომდე პასუხი არ მიუღია.

კომპანია სითი პარკი კი სამართლებრივი დავისთვის ემზადება. საერთაშორისო იურიდიულმა კომპანია ფრეშფილდმა, რომელიც სითი პარკის ინტერესებს საერთაშორისო დავის დროს დაიცვას, საქართვლოს პრეზიდენტს, პრემიერის და იუსტიციის სამინისტროს წერილი გაუგზავნა და მორიგება შესთავაზა.

მთავრობის ადმინისტრაციიდან პასუხი მიიღო, რომ ისინი ამ საკითხში არ ერევიან. სოლიდური ჯარიმის მოთხოვნით სითი პარკი ლონდონის არბიტრაჟში მიდის.

თუ არბიტრაჟი თბილისის მერიას გამტყუნებს, მაშინ დედაქალაქის მოსახლეობას სითი პარკისთვის სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

დღის ამბები