ბოლო ექვს თვეში ილია მეორეს ქორეპისკოპისი ვაშინგტონში უკვე მესამედ ჩავიდა. ამჯერად ბოდბელი მღვდელმთავარი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიწვია.
მეუფე იაკობის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდება.
მოლაპარაკების ოფიციალური თემა საპატრიარქოს უნივერსიტეტის გაძლიერებაა, თუმცა, იაკობი არ მალავს, რომ უნივერსიტეტის გარდა, ლაპარაკობს ყველაფერზე, რაც საქართველოს ეხება.
„ამერიკას ხომ გააჩნია თავისი ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში და ისეთი ძლიერი ინსტიტუტი, როგორიც ეკლესიაა, მასთან ურთიერთობა ენდომებათ თუ არა? თავისთავად ენდომებათ,“ - განაცხადა მეუფემ.
ამერიკის შეერთებულ შტაბებში ინტენსიური შეხვედრები მეუფე იაკობმა პატრიარქის მიერ მოსაყდრედ შიოს დასახლების შემდეგ დაიწყო. მეუფეს განცხადებით, ის აშშ-ში ვიზიტს მოსაყდრე შიოსთან არ ათანხმებს.
მეუფე იაკობი ამბობს, რომ მოსაყდრე განსაკუთრებული უფლებებით არ სარგებლობს და ზუსტად ისეთივე მღვდელმთავარია, როგორც დანარჩენი 45.
„მოსაყდრე არის დადგენილი და ეს არის გახსნილი ანდერძი, წინასწარ გაცხადებული ანდერძია და მოსაყდრეს მაშინ ეძლევა უფლება, ჯვარი წერია, რაღაც ცოტა მძიმე სიტუაციები რომ არის. ამიტომ, ჩვეულებრივ, როგორც ავალებდა ხოლმე ისეა, უბრალოდ უფრო დიდი ხანი არის უწმინდესთან,“ - განაცხადა მეუფემ.
ღიად შიოსთან კონფლიქტზე მეუფე იაკობი კამერის წინ არ საუბრობს, თუმცა, მინიშნებით ამბობს, რომ საპატრიარქოს შიგნით სიტუაციას ურევენ.
„კი უნდათ, რომ ურთიერთობები ვიღაცეებს არიონ, მაგრამ ჭკვიანი ხალხი ვართ ეპისკოპოსები, მე ვფიქრო და მაგ სულელურ ნაბიჯებს არ გადავდგამთ,“ - განაცხადა მეუფემ.